Languages:

This site is created using Wikimapia data. Wikimapia is an open-content collaborative map project contributed by volunteers around the world. It contains information about 32060228 places and counting. Learn more about Wikimapia and cityguides.

ჭიათურა

ჭიათურა — ქალაქი საქართველოში, ჭიათურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ყვირილას ნაპირებსა და მიმდებარე პლატოზე. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 13,8 ათასი (2002 წ.). ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიისა და ევრაზიის ტერიტორიაზე. მოიპოვებენ, აგრეთვე, უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად. ქალაქში არის სარკინიგზო კვანძი (ზესტაფონ-საჩხერის ხაზი ჭიათურას აკავშირებს ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალთან). ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება.

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მხატვრის სახლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები).

ჭიათურაში არის ჭიათურის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, მღვიმევის მონასტერი (XII ს.). ქალაქის მახლობლად არის ქართული ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლები - შუა საუკუნეების ციხე და გამოქვაბულები "ჯარბელა", კლდეკარის გამოქვაბულები (სოფ. სვერის მახლობლად), სვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (XIX ს.), სვერის ციხე-სიმაგრე (VII ს.) და სხვა.

ჭიათურიდან და ჭიათურის რაიონიდან იყვნენ ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწენი: ვასილ წერეთელი, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, იოსებ წერეთელი, ალექსანდრე წერეთელი, გიორგი (ვასილის ძე) წერეთელი, თინათინ წერეთელი, ბაბო წერეთელი, ნიკოლოზ (ნიკუშა) წერეთელი, თამარ წერეთელი, გრიგოლ (დავითის ძე) აბაშიძე, გრიგოლ (გრიგოლის ძე) აბაშიძე, ანდრო ბიწაძე, ივანე ბიწაძე, შალვა ბიწაძე, ვახტანგ გომელაური, ბესარიონ ჟღენტი, გიორგი ჭოღოშვილი, ბორის ხვედელიძე, გიორგი გველესიანი, იოსებ ყიფშიძე, დავით გამეზარდაშვილი, კონსტანტინე ფაღავა, ყარამან ფაღავა, ირაკლი ფაღავა, სიმონ ყიფშიძე, გიორგი აბაშიძე, გრიგოლ ფხალაძე, პეტრე გელბახიანი, კონსტანტინე მოდებაძე, დავით გამრეკელი, გიორგი დეკანოზიშვილი, ელეფთერ ღვალაძე, ვარლამ ღვალაძე, ევგენ ღვალაძე, აკაკი ბელიაშვილი, მიხეილ ვაშაძე და სხვანი; ქართული კულტურის მეცენატები: ვლადიმერ (ლადი) წერეთელი, გრიგოლ (ჯიბო) აბაშიძე და სხვ.
ქ.ჭიათურაში მდინარე ყვირილას ხეობაში ამჟამად ფუნციონირებს 10 სხვადასხვა უნიკალური საჰაერო საბაგირო გზა,
,,ევროპა ნოსტრას“ ფინალურ ნუსხაში ევროპის მასშტაბით 200-მდე ძეგლიდან მხოლოდ 12 შეირჩა, მათ შორის აღმოჩნდა ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები.
ყოფილ სსრკ-ში ყველაზე ძველი საჰაერო საბაგირო გზა აშენდა ჭიათურა-პერევისას მიმართულებით, რომელიც დღემდე ფუნციონიებს. აქვე ფუნციონიებს ყველაზე მეტად დახრილი საჰაერო საბაგირო გზა საქართველოში (სოფელი ზედა რგანი). ამ საჰაერო საბაგირო გზით სარგებლობა შეიძლება ღამის საათებშიც, საიდანაც კარგად ჩანს განათებული ,,საჰაერო ვენეციის“-ჭიათურის ღამის პანორამები, რომლებიც წარუშლელ კვალს დატოვებს მნახველებზე.
ქალაქ ჭიათურის პანორამული ხედების ფონზე, საშევარდნოს კლდის ძირში „ზიპლაინი" გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე დაშვება.
უსაფრთხოების ზომები დაცულია. ბაგირები უმაღლესი ტექნოლოგიით არის დამზადებული.
www.evensi.com/%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%...

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ჭიათურა

Recent city comments:

  • საავტომობილო ხიდი, თემო სარალიძე (guest) wrote 14 წლის წინ:
    ე.წ. საგუბარი :):)
ჭიათურა on the map.

Recent city photos:

უფრო მეტი ფოტო...